28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ურთიერთობა დაგეგმოთ. ამჟამად გარშემო მყოფებისთვის სათქმელიც ბევრი გაქვთ და სასარგებლო გამოცდილებაც შეგიძლიათ გაუზიაროთ. ბევრი აღნიშნავს, რომ ყურადღებიანი მსმენელი ხართ და შეგიძლიათ სხვა ადამიანების პრობლემები მოისმინოთ და გაიაზროთ.

კურო

უარი თქვით ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციაზე – დიდია იმის ალბათობა, რომ მოგატყუონ და დანაზოგის გარეშე დაგტოვონ. რაც გინდათ ის აკეთეთ, მთავარია, ამ დღეს ფულს არ შეეხოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. შესვენების დროსაც კი ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. რამდენიმე თვეში დაიჩივლებთ, რომ ზაფხული სწრაფად გაფრინდა, ამიტომ სანამ დროა, ბუნებით ტკბობის არცერთი წუთი არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. გარშემომყოფებისგან უიმედობას გრძნობთ და ძალაუნებურად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მაგრამ ისეთი განცდა გაქვთ, რომ დეპრესიამ საბოლოოდ გძლიათ.

ლომი

რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელიც დაგეხმარათ, რომ საკუთარი ფასი გაგეგოთ. თუმცა დღეს უკვე ეჭვი გეპარებათ. სწორად მოიქეცით თუ არა? თქვენს ცხოვრებაში ისევ ემოციური რყევებისა და თვითკრიტიკის პერიოდია. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ესაუბროთ, ის სიტუაციის გაგებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამჟამად მარტო დამატებითი შემოსავალზე ფიქრობთ. მზად ხართ, გათენებიდან დაღამებამდე იმუშაოთ, რათა ოჯახის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. თქვენი მცდელობა ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 16 წლის აღარ ხართ და შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

სასწორი

გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია. ნუ ელით, რომ ვიღაც მოვა და ყოველდღიური რუტინისგან გიხსნით. გირჩევთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ცხოვრება უფრო ფერადი და ხალისიანი გახადოთ. დასაწყისისთვის, სილამაზის სალონს ეწვიეთ და ვარცხნილობა შეიცვალეთ. გზადაგზა შეიძლება სხვა იდეებიც გეწვიოთ.

მორიელი

ფიზიკური თვალსაზრისით, რთული დღეა. სრული დატვირთვით მუშაობა მოგიწევთ, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მზად იყავით, რომ მთელი კვირა რთული იქნება და ძალების აღდგენას მხოლოდ სახლში შეძლებთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი

თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ. თავიდან დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ, მოგვიანებით – მოკავშირეები დაგეხმარებიან. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

თხის რქა

დროა, საზოგადოებრივი საქმეებისგან დაისვენოთ. თქვენი სიკეთით ბევრი სარგებლობს, ზოგს კი ეს სისუსტედ მიაჩნია. აღიარეთ, რომ თავადაც დაიღალეთ ყველაზე ზრუნვით, ამიტომ მეტი დრო თქვენს ოჯახს და მეგობრებს უნდა დაუთმოთ. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მერწყული

მუდმივი დატვირთვით და საპასუხისმგებლო დავალებებით გადაიღალეთ და შვებულებაზე ოცნებობთ? შეეგუეთ, რომ უახლოეს ხანებში ამის გაკეთება არ გამოგივათ, ამიტომ ეცადეთ, სიხარულისა და დასვენების მიზეზები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში იპოვოთ.

თევზები

თუ ზაფხულისთვის დიდი გეგმები გაქვთ, ბედი თქვენს მხარეზეა – შეგიძლიათ ყველაზე ამბიციურ და მასშტაბურ პროექტებს შეეჭიდოთ. შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ბოლო დროს ვერ თანხმდებოდით. ახალი რომანტიკული ურთიერთობა ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ.