საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა შეშფოთება გამოთქვა გამჭვირვალობვის შესახებ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ გზას.
„ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ [კანონით]. მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შევლახოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რბილი ენა და ამავე დროს გვქონდეს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეესაბამება ევროპულ გზას და რა არა“, – აღნიშნა ჟოზეფ ბიორელმა.
ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბმისობაში არ არიან და მაგალითად სერბეთი მოიყვანა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს შესაბამისობას კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით.