ჩეხეთის რადიო „უნივერსუმის“ (Radio Universum) მიერ გადაიცა აუდიო სიუჟეტი სათაურით „საქართველო: ახალი ფერადი რევოლუცია პირდაპირ ეთერში“ (ავტორი – ლადისლავ ვეტვიჩკა).
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
“ჩვენი მასმედიის, განსაკუთრებით კი ტელეარხების ყურადღების მიღმა უკვე რამდენიმე კვირაა ახალი „მაიდანი“ მზადდება, ანუ ფერადი რევოლუცია, ამჯერად ქართულ თბილისში.
ფერადი რევოლუციები მსგავსი სცენარებით უკვე ას წელზე მეტია ხდება. შეიძლება გავიხსენოთ 1917 წლის „წითელი რევოლუცია“, როცა ბოლშევიკმა ლევ ტროცკიმ მოაგროვა ამერიკელი ბანკირების მიერ მიცემული ფული, ჩაჯდა გემში, შეიარა გერმანიაში, იქიდან კი გერმანული ფულით ჯიბეგავსებულ ქაჩალ ვლადიმერ ლენინთან [და მისი რაზმთან] ერთად მატარებლით ჩავიდა რუსეთში. „ოქტომბრის რევოლუციამ“, რომელიც მათ რუსეთში უცხოური ფულით მოახდინეს, ქვეყნის ისტორია მრავალი ათეული წლის განმავლობაში განსაზღვრა.
მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ბევრს უფრო კარგად ახსოვს [პრაღის] 1989 წლის ფერადი რევოლუცია, რომელსაც ჩვენ ე.წ. „ხავერდოვანი“ ვუწოდეთ. იმ დროს რადიო-ტელევიზიით გადაცემული ფეიკური ახალი ამბებით და დეზინფორმაციული ცნობებით ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საკმარისი იყო ჭორების გავრცელება არარსებულ დაღუპულზე, რომ ვაცლავის მოედანზე ასეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა…
დრონი იცვალნენ… დღეს ერთი გარდაცვლილი სტუდენტის გამო ადამიანებს ქუჩაში ვეღარ გამოიყვან. ამიტომაც „რევოლუციონერთა“ არსენალში ახალი ინსტრუმენტები გაჩნდა. გაიხსენეთ ფერადი რევოლუციები ბელგრადში, თბილისში, კიევში და თუნდაც ჩვენგან შორეულ დამასკოში. რევოლუციის ფულიანმა ორგანიზატორებმა მიზნის მისაღწევად დაუშვეს მოქალაქეთა შეტაკება სამართალდამცველებთან, რომლის შედეგად გვამების მთა გაჩნდა – ისე როგორც ეს კიევში, 2014 წლის მაიდანის დროს მოხდა. მსგავს ინციდენტებს გვერდს ვერ აუხვევ.. რას ვიზამთ, ასეთია ფერადი რევოლუციების ანატომია. როცა ჯიბეში შვიდ მილიარდ დოლარს ჩაგიდებენ, ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ყველაფერს გააკეთებ… ასე არ არის, მადამ ნულანდ?
ადამიანები ორიენტაციას კარგავენ იმ პერმანენტული სიცრუის ფონზე, რომელიც რევოლუციის ბელადების მიერ კონტროლირებული მასმედიით იფრქვევა (რევოლუციით აღტყინებულები ყველაფერს იჯერებენ, თუნდაც ნატოს ჩემპიონატს ჰოკეიში) და ჰორიზონტზე ახალი მაიდანის პერსპექტივა იკვეთება.
გულუბრყვილო ქართველები პროგრესის იმედით ქუჩაში გამოდიან და… გულწრფელად სჯერათ, რომ ევროკავშირი მათ ხელგაშლილი მიიღებს. ეჰ, მათ რომ იცოდნენ, წინ რა ელოდებათ… ღმერთო, დაიფარე და გადაარჩინე მიმნდობი ქართველი ხალხი…”.
მოამზადა სიმონ კილაძემ