აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს, დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიჰყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენას, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაგირება მშვიდია, მაგრამ ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს.
„ვხედავთ, არის წინასწარ გაწერილი სცენარები, რომლის მიხედვითაც მოქმედებს რადიკალური „ენჯეობისა“ და პარტიების სიმბიოზი. აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიჰყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენას, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ. ეს იმ ძალადობრივი მოქმედებების ნაწილია, რომლითაც ,,ნაციონალური მოძრაობა“, მასთან ერთად მყოფი რადიკალური „ენჯეოები“ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება დემოკრატიის გვერდის ავლით. საზოგადოების რეაგირება ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.