სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის დღევანდელი განცხადება, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა ვაშინგტონის ვიზიტზე, მანიპულაციურია და შეუფერებელია დიპლომატიური საქმიანობისთვის, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია საქართველოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობის გამოძახილი და დამოუკიდებელი ქვეყნისადმი პატივისცემა.
“სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის დღევანდელი განცხადება, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა ვაშინგტონის ვიზიტზე, მანიპულაციურია და შეუფერებელია დიპლომატიური საქმიანობისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
მსურს აღვნიშნო, რომ დათქმებითა და ულტიმატუმებით, სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია საქართველოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის. ეს არაა სტრატეგიული პარტნიორობის გამოძახილი და ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნისადმი პატივისცემა. მეტროპოლიურ-კოლონიური დამოკიდებულება საქართველომ უკვე გაიარა კომუნისტური რეჟიმის დროს და ვასალობას “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მსგავსად, “ქართული ოცნება” არასდოს დაუბრუნდება.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.