საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების მთელი ტალღაა, სწორედ ამის შედეგია, რომ კონფლიქტები აქვთ, როცა რეგიონში ჩადიან და მოქალაქეებს ხვდებიან, საბოლოო ჯამში, ამ პოლარიზაციის პიარში თავად არიან ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, ხალხს გვერდი აუარონ, ხალხის არჩევანი უარყონ და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ.
„ოპოზიციას სურს, დაუბრუნდეს 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, როცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ. წელიწადზე მეტი გავიდა და უკვე დამტკიცდა, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო ე.წ. გაყალბებული არჩევნების ნარატივი, რომელსაც აღვივებდნენ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილი. სამივე სექტორი პირდაპირ შემქმნელები იყვნენ იმ სიყალბის, რომელსაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ერქვა. კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რომ მღელვარება გამოიწვიონ და ხალხის ნების გვერდის ავლით ხელში ძალაუფლება ჩაიგდონ. ეს მაშინ ვერ მოხერხდა, შემდეგ სხვა ტალღა იყო, ახლა სხვა ტალღას ვხედავთ, რისი მიზანია, რომ ხალხს გვერდი აუარონ, უარყონ ხალხის არჩევანი და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, რაც არის ყველაზე ნათელი ახსნა იმ მდგომარეობის, რაშიც ვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
აღნიშნული კოემენტარით პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას: „ქართული ოცნების“ აქტივი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების სხვადასხვა მაღალჩინოსანი ხელს უშლიან რეგიონებში პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლარიზაციას აღრმავებენ, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?“.
პაპუაშვილის თქმით, ამისი დაბრალება ოპოზიციის პოლარიზაციის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია.
„იმის დაბრალება, თითქოს, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, ერთ-ერთი ნაწილია სწორედ პოლარიზაციის დღის წესრიგის, რომელიც ოპოზიციას აქვს. ოპოზიცია რაღაცნაირად თანმიმდევრული უნდა იყოს. ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.