გამოცხადდა შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი  „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

გამოცხადდა შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი  „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“.

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე : https://shorturl.at/gjpt4