აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა, რობერტ გილქრისტმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ასევე ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს.
„რაც შეეხება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს საქართველოში, აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ ამ კანონის ამოქმედების შეთხვევაში, ეს კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან. ჩვენ ანალოგიურად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის ინფორმაციასთან“, – განაცხადა რობერტ გილქრისტმა.