მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ.