მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში, ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა.
„ხომ იცით, რამდენჯერ გავლანძღულვარ „ოცნების“ ხალხთან ტყუილ-უბრალოდ, ფული აიღეს, შმული აიღესო. მაშინ ის გავბედე, რაც ვერავინ გაბედა ოპოზიციიდან. ყველას უნდოდა და არავის ერთი ადგილი არ ჰქონდა. არასდროს კაპიკი არ ამიღია. მე ვარ მართალი ჩემს საქართველოსთან. სულ ვცდილობდი, მეთანამშრომლა, მელაპარაკა. რუსეთში მიგვათრევენ, ხალხნო. „ქოცი“, „ნაცი“ არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთში მიგვათრევენ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია, ბლუკუნებენ. მდინარაძემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა. მდინარაძეს თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება, მწვანეაო. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავისი რუსის კანონიანად. ამოვიდა ყელში. მივეცი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტს. რუსის აგენტია ნომრიანი, მე კიდევ მთელი ცხოვრება მეზიზღება მექრთამეები და რუსის მხარდამჭერები. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტ…ში. ან ქართველები ვართ, ან მონები. ჩვენ არ ვართ მონები. მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.