AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა თიბისის და Space International–ის მხარდაჭერით ჩატარდა

3 აპრილს, თბილისში,  AWS User Group-ის ორგანიზებით  და თიბისის და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. თიბისი უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას.

ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა  რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან.  ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ.

შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას.
 

ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:

  • Platform Engineering, სადაც განხილული იყო პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდების პრაქტიკა და მისი სასიცოცხლო ციკლის გაუმჯობესების გზები.
  • Generative AI, სადაც შესაძლებელი იყო Generative AI-ის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღება, ასევე, მისი პოტენციური აპლიკაციებისა და ინდუსტრიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • AWS Direct Connect -ის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავმართოთ AWS Direct Connect -ი on prem მონაცემთა ცენტრებსა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას შორის და მიიღეს გამოცდილება წამყვან სპეციალისტებთან კომუნიკაციით.

AWS User Group-ის თიბისის და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში.

 

(R)