28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ – შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. ეცადეთ, სწორი, თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ და საქმეს შეუდგეთ.

კურო

28 მარტს შეგიძლიათ მთელი ენერგია საქმიანი თანამშრომლობისკენ მიმართოთ. ბევრ კუროს მივლინებაში ან სამოგზაუროდ წასვლა მოუწევს. ასევე ხელსაყრელი დღეა და თანამოაზრეებთან შეხვედრის ან ინტერნეტში კომუნიკაციისთვის. გამოცდილ ადამიანებთან საუბარი, მათი რჩევების მოსმენა და მხარდაჭერა კარიერულ წინსვლაში და ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი სამუშაო გაქვთ ამასთან, გამუდმებით მენეჯმენტთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა მოგიწევთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და არ გადაიღალოთ. ხანმოკლე შესვენება საშუალებას მოგცემთ ძალები აღიდგინოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუნდაც სხვა სფეროში მუშაობდეთ, შემოქმედებითი მარცვალი შეგიძლიათ ნებისმიერ საქმიანობას დაუმატოთ. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით. როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ეცადეთ, თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ, მეტი მოუსმინოთ და ხშირად დაეთანხმოთ. გარდა იმისა, რომ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, ამ გზით სასურველის მიღწევასაც შეძლებთ.

ლომი

სახლში გარკვეული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, ეს სასიამოვნო ცვლილებები იქნება. სამაგიეროდ, სამსახურში შეიძლება გაუგებრობა ან ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვას. აუცილებელი არ არის, რომ გამუდმებით საკუთარი მოსაზრებების მართებულობა ამტკიცოთ. ეცადეთ, კოლეგებთან კომპრომისი იპოვოთ და შეთანხმებას მიაღწიოთ. იყავით, გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს ახალი ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგიწევთ. მშვენიერი დღეა ნათესავებთან ან მეზობლებთან აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ წახვალთ ან რაიმე საინტერესო კურსებზე ჩაეწერებით.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომ გამაჯანსაღებელი კურსი, დიეტა ან ვარჯიში დაიწყოთ, ოღონდ დიდი დატვირთვის გარეშე. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ სამსახურში შეთანხმებას მიაღწიოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე უმჯობესია, რომ რჩევა სანდო სპეციალისტს ჰკითხოთ. საყვარელი ადამიანებისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. წარსულმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ – ამას ადვილად გაუმკლავდებით.

მორიელი

ამ დღწს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ სანამ საქმეს შეუდგებით, საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოთ. თუ შესაძლებელია, მუშაობაზე უარი თქვით და რამე სასიამოვნო საქმით დაკავდით. საქმიან და პირად ცხოვრებაში პარტნიორთან მოსალოდნელია კონფლიქტები. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს.

მშვილდოსანი

ეს დღე მუშაობაზე მეტად დასვენებისთვის შესაფერისია. თუ სამსახურში ხართ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ. გულწრფელი ატმოსფერო სახლში თუ სამსახურში ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ზედმეტ კალორიებს უნდა ერიდოთ – მათი მოცილება გაგიჭირდებათ. წარსულ მარცხზე სინანულის ნაცვლად, ჯობია, მომავალზე იფიქროთ.

თხის რქა

შეეცადეთ, დრო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაანაწილოთ, რომელიც თქვენს მონაწილეობას მოითხოვს. აკონტროლეთ ემოციები, თუნდაც გარშემომყოფები ძალიან გაღიზიანებდეთ, იყავით მშვიდი და მეგობრული. ოჯახისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს სამუშაო დიდ დროს წაგართმევთ. მენეჯმენტისგან შექება და წახალისება თავდაჯერებას შეგმატებთ. ხელსაყრელი დღეა უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ოჯახის ზოგ წევრთან მოსალოდნელია კამათი, თუმცა საღამომდე შეთანხმების მიღწევას შეძლებთ.

თევზები

ამ დღის ყველა პრობლემას მარტო ვერაფრით გაუმკლავდებით, ამიტომ ვარსკვლავები სანდო დამხმარეების პოვნას გირჩევენ. ეცადეთ, ურთიერთობებში უხეშობას მოერიდოთ და მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. შორიდან მიღებული სიახლე ძალიან გაგახარებთ.