ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, შეთანხმება შედგეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

ინფორმაციას timesofisrael  ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებში და რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

„ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმების შანსები 50/50-ზეა“, – განუცხადა timesofisrael-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გამოცემა იუწყება, „ისრაელმა შეარბილა თავისი პოზიცია მოლაპარაკებების დროს და დათანხმდა აშშ-ის  წინადადებას, რის სანაცვლოდაც შესაძლოა, 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს 40 ისრაელელი მძევალის სანაცვლოდ“.

მედია წერს, რომ როგორც ცნობილია, „ჰამასს“ ეს შეთავაზება უკვე გაუგზავნეს.