პრემიერ-მინისტრის განცხადება დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოა,- ამის შესახებ ჟუენალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრემიერ- მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და მისი კიდევ უფრო მეტად გაკეთილშობილება.
“მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რაც არსებობს, საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5%-იანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. სიტყვით რასაც ლაპარაკობენ, არ მჯერა, რომ “ქოცები” ან “ნაცები” ერთმანეთის ლანძღვას მოუკლებენ. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.