ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ერთ დღე-ღამეში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე მთლიანად, იანვრის დასაწყისიდან. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადამიანების ნაწილი მეწყრების ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა, ნაწილი წყალში დაიხრჩო, ხოლო ზოგს დენმა დაარტყა. ყველაზე მეტად რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ ნაწილი დაზარალდა.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ შეძლებისდაგვარად საცხოვრებელი არ დატოვოს.