საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია ინიშნება.
ინფორმაციას კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს.
კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან “11 წელი ბევრია” და “განახლების დროა”
„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”, – წერს კეკელიძე “ფეისბუქზე”.