ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იარონ ფინკელმანმა განაცხადა, რომ ღაზაში ბრძოლა გაგრძელდება სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ინტენსივობითა და სხვადასხვა ფორმით.
იარონ ფინკელმანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის მეთოდებში ცვლილებების შეტანა მტერს გაურთულებს მათ დაზუსტებასა და გაგებას.
“ჩვენ გავაგრძელებთ [“ჰამასზე”] იერიშის მიტანას აქ და ღაზის სექტორის ყველა ნაწილში”, – დასძინა ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა.