აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენს უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.
სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ავტომობილების მგ
ავრებმა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.