აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა თავდაცვით ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისათვის 800 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
2024 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულ 886 მილიარდ დოლარს მოიცავს წლიური სამხედრო ხარჯებისთვის, ისევე როგორც სამხედრო ანაზღაურების ყველაზე დიდ ზრდას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
საბიუჯეტო კანონი ასევე ამტკიცებს 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნას შეკავების ევროპული ინიციატივისთვის და აგრძელებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ინიციატივას, რაც 800 მილიონ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, საბიუჯეტო კანონი მიზნად ისახავს უკრაინისათვის გრძელვადიანი დახმარების გაწევას.