გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „ბრძოლა ნაციზმთან, ნეონაციზმთან და სხვა პრაქტიკის სხვა სახეობებთან, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს“.
დოკუმენტს ხმა მისცა 118-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგ 49 გამოვიდა, 14 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ასევე დოკუმენტის წინააღმდეგი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები.
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა. უკრაინის დელეგაციის განმარტებით, რუსეთი რეზოლუციის საშუალებით ცდილობს, გაამართლოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი ტერიტორიული აგრესია.