სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ვერაფერს გამოვრიცხავ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.
„არაფერს გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, რადგან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამიტომ, უმჯობესია, მას დაუსვათ შეკითხვა, ვერაფერს გამოვრიცხავ. სააკაშვილს მისჯილი აქვს, თუმცა პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, რომ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.