საქართველომ და მისმა მთავრობამ რეფორმები შეასრულეს, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან ნათელია. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გამოიარა, საქართველომ, მისმა მთავრობამ [რეფორმები] შეასრულა. ასე რომ, მათ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.
გააკეთებს თუ არა ამას ევროპული საბჭო – ვნახავთ. ჩემი მესიჯი საქართველოს მთავრობისადმი და ქართველი ხალხისადმი არის „გააგრძელეთ მუშაობა“. ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია”, – განაცხადა ვარჰეიმ.