ათი წლის მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა. სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დამწვრობით, ის თბილისში დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
შემთხვევა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს პიროტექნიკა საწვავით სავსე ბოთლში ჩაუვარდა რამაც აფეთქება გამოიწვია.