საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მოკლე სია ცნობილია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მესამედ იმართება.

პრემიის მოკლე სიაში ჟიურის გადაწყვეტილებით 18 წიგნი მოხვდა:

საუკეთესო პროზაული წიგნი

„ბებე მაწანწალების უფლისწული“ – ავტორი თამრი ფხაკაძე (გამომცემლობა „პალიტრა L“) „ბებოს ბავშვი დაუტოვეს“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „შემეცნება“) „ამბები კატა კოტოსი“ – ავტორი ვასო გულეური (გამომცემლობა „პალიტრა L“)

საუკეთესო პოეტური წიგნი

„კარგად ყოფნის წესები“ – ავტორი თუთა ჯგუშია (გამომცემლობა „პალიტრა L“) „ანბან-ანგელოზები“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

„ნახევარქათამა“ – ილუსტრატორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“) „მოკლე კატოს თავგადასავალი“ – ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი („სულაკაურის გამომცემლობა“) „ბახტრიონი“ – ილუსტრატორი სოფო კირთაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“) „ამირანი“ – ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“) „მზის ასული“ – ილუსტრატორი სალომე ჯოხაძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“)

საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

„ბახტრიონი“ – ავტორი ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „არტანუჯი“) „პატარა ბობოს ამბავი“ – ავტორი ირმა მალაციძე (გამომცემლობა „შემეცნება“) „ანბან-ანგელოზები“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)

გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო და 2500 ლარიანი პრემია.

დაჯილდოების ცერემონიალი 14 დეკემბერს, 17:00 საათზე ვაკის მედიათეკაში გაიმართება.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.

 

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.