პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გატაცებული ასევე წარმოშობით ქართველია.
მომხდარის შესახებ პოლიციას ახალგაზრდა ქალის დედამ შეატყობინა. ინციდენტი ქალაქ სკერნევიცეში მოხდა. გამტაცებლების მანქანა პოლიციამ ხუთ საათში აღმოაჩინა. ბოროტმოქმედებმა გატაცებული ქალი ქალაქ ვერუშუვში წაიყვანეს.
დაკავებული პირები 38, 37 და 33 წლის არიან. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.