“ნაციონალური მოძრაობის” გეგმაა, მოახდინონ ქვეყანაში გადატრიალება. დაახლოებით “მაიდნის” სცენარის გაგრძელებას გეგმავენ და ჰყავთ ჩამოყვანილი ხალხი, როგორც ვიცი, ძველი მეომრები და უნდა ველოდოთ დიდ უსიამოვნებებს, – განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” მალხაზ გულაშვილთან ერთად.
მისი თქმით, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის ხელისუფლების მომხრეების მასშტაბური აქციები და გამოსვლები.
“ნაციონალური მოძრაობა” აპირებს და მათი გეგმაა, მოახდინონ გადატრიალება. სამაგისოდ ჰყავთ ჩამოყვანილი ხალხი. როგორც ვიცი, ძველი მეომრები და უნდა ველოდოთ დიდ უსიამოვნებებს. თუმცა, თავი და თავი, ამ ყველაფრის წინ იქნება გეიაღლუმი და შეიძლება ძალიან დაიძაბოს სიტუაცია. როცა ამის წინააღმდეგ გამოვა ქართველი, ვისაც ეს არ მოსწონს, ეს იქნება პროვოცირება ამ ყველაფრის. გარკვეულწილად “მაიდნის” სცენარის გაგრძელებას გეგმავენ.
წამყვანის კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ ამის უკან ევროპელი და ამერიკელი ჯგუფები დგანან.
“მთელს ევროპას სურს, რომ დაისვენოს და ომი გადმოვიდეს აქეთ. ვინც დაინტერესებულია ამით, ისიც აფინანსებს ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ამას აფინანსებს თემურ ალასანიას გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს დახარჯული საქართველოში. რევოლუციის ფული საქართველოში შემოდის. ასევე, არსებობენ სამხედროები, ე.წ. შემსრულებლები. ახლა უკვე ჯერი ჩვენზეა ჩვენმა ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებმა უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეს ყველაფერი აღკვეთონ. ვფიქრობ, ხელისუფლებას აქვს გარკვეული ინფორმაციები, რომელსაც საბოლოოდ გამოფენს. ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები ამ უბედურებას და უკვე მერე “ქართული ოცნება”. რამდენადაც მე ვიცი, 20 რიცხვიდან “ნაცმოძრაობა” ლგბტ საზოგადოებასთან ერთად დაიწყებს აქციებს და თუ ჩვენ უარს მივიღებს სტატუსს, დაიწყება არეულ-დარეულობა. სწორედ ამის საპასუხოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ის, ვინც კანონს დაარღვევს. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, ეს შეიქმნა იმისათვის, რომ აქეთ გადმოვიდეს საომარი მოქმედებები და გვეუბნებიან, ან გადაიტანთ ომს, ან ბიძინა ივანიშვილს დაემუქრება სანქციები. საფუძველი და დაწყება ამ დოკუმენტის შექმნის, არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა ამირეჯიბმა.