საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
“ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა და იმის დემონსტრირება, რომ მისთვის საქართველოს კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, ასევე ის, რომ სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა თავის პირად მოსაზრებას აყენებს, რაც დაუშვებელია, ფაქტი, რომ პრეზიდენტი განმეორებით დაარღვევდა კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი ევროინტეგრაციის პროცესში. ევროპელებისთვის გაუგებარი იქნება ევროინტეგრაციის ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვიოს კონსტიტუცია. მე თავს არ მივცემ უფლებას, სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების ნაცვლად გავაკეთო განცხადებები, თუ რა რეაგირება იყო პარლამენტმა ეს უკვე აჩვენა. ასე რომ დაველოდოთ თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული,” – აცხადებს თალაკვაძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.