ჰამასისა და ისრაელის კლასიკური სამხედრო სტრატეგიის მოდელი-განადგურებისა და გამოფიტვის სტრატეგია, ჰანს დელბრუკის მიხედვით.
ჰამასისა და ცაჰალის მიზნები და მოტივაცია განსხვავებულია, ისინი განსხვავდებიან სამხედრო რესურსებითა და მოკავშირეებითაც, შესაბამისად, კლასიკური სამხედრო სტრატეგიის მოდელირებისას შეინიშნება მრავალი განმასხვავებელი, საინტერესო ფაქტორი, რაც ომისთვის მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაში დაგვეხმარება.
ვფიქრობ, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ცაჰალისა და ჰამასის სტრატეგიები, აუცილებელია ხაზი გავუსვათ მათ მოტივაციებსა და სამხედრო რესურსებს, რადგან სწორედ აღნიშნული ორი კომპონენტი განაპირობებს განადგურება-გამოფიტვას შორის არსებულ დილემას.
ისრაელი | ჰამასი | კომენტარი | |
წლიური სამხედრო ბიუჯეტი |
20-25 მილიარდი | 100-200 მილიონი |
სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით მონაცემები დინამიკური და ცვალებადია |
სამხედრო პერსონალი | 646 ათასი | 50 ათასი | |
საბრძოლო ტანკი | 2200 | 0 | |
ჯავშანტექნიკა | 56,290 | 50 | |
არტილერია | 950 | 700 | |
საბრძოლო თვითმფრინავი |
601 |
0 |
დამრტყმელი შვეულმფრენი |
32 |
0 |
|
სარაკეტო სისტემა | 300 | 987 | |
სამხედრო ვერტმფრენი |
126 |
0 |
|
დამრტყმელი ვერტმფრენი |
48 |
0 |
|
უპილოტო საფრენი დრონი |
2197 |
900 |
|
სამხედრო ფლოტი | 67 | 0 |
აღნიშნული ცხრილის ანალიზით ირკვევა, რომ ჰამასი სოლიდური დაფინანსების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან სამხედრო შეიარაღებას, რაც მას ტერორისტული დაჯგუფებიდან, სამხედრო ორგანიზაციად აქცევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისრაელის სამხედრო ძალის, ცაჰალის სიძლიერე, მრავალჯერ აღემატება ჰამასისას, რაც რიცხვებით დასტურდება. ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ისრაელი ჩამოუვარდება ჰამასს, ეს არის სარაკეტო სისტემათა რაოდენობა, თუმცა ისრაელი, წლებია აღნიშნული საწინააღმდეგოდ იყენებს, ე. წ. „რკინის გუმბათს,“ რომელიც გამოირჩევა 90%-იანი ეფექტიანობით, რაც მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.
იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივია, ჰამასს 7 ოქტომბრის შეტევამდე, ჰქონდა ინფორმაცია, როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის რესურსებთან დაკავშირებით, ალბათ არც უნდა ჰქონოდა იმედი, გრძელვადიან პერსპექტივაში ცაჰალთან გამარჯვების მოპოვების, მაშინ ისმის კითხვა, რატომ და რა მოტივით წამოიწყო ჰამასმა აღნიშნული სპეც. ოპერაცია. შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდები: 1. ისრაელში, პოლიტიკურ კრიზისისა და მაღალი დონის პოლარიზაციის, კიდევ უფრო
გასაღრმავებლად, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობა/გადატრიალებით უნდა დასრულებულიყო. 2. არაბული სახელმწიფოებისთვის მიმართულების მიმცემი, სპეც. ოპერაცია, რასაც უნდა უზრუნველეყო, პირველ დღეებში, მოულოდნელობის ეფექტით, ისრაელში ქაოსი, დესტაბილიზაცია და აღნიშნულის ნიადაგზე, ანტი- ისრაელური განწყობების მქონე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციისა თუ არაბული სახელმწიფოს ჩართვა კონფლიქტში.
რაც შეეხება, ისრაელს, ერთი შეხედვით, ისრაელის მოტივაცია არის, თავდაცვა მოწინააღმდეგის მიერ წამოწყებული შეტევისგან, თუმცა ამ დროისთვის სახეზე გვაქვს, არა მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიებების გატარების არამედ ჰამასის სრულად განადგურების მცდელობა, რაც გამოიხატება, ღაზას სექტორზე განხორციელებული სპეც. ოპერაციებით, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეც შეეწირა.
ვფიქრობ, აღნიშნული ომი ჰამასმა, განადგურების სტრატეგიით დაიწყო, რაზეც განადგურების სტრატეგიითვე უპასუხა ისრაელმა. მიმაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად ძლიერ მეტოქესთან შეტევის წამოწყებისთვის განადგურების სტრატეგია წამგებიანია, რაც მიმდინარე ფაქტებითაც დასტურდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჰამასის მოტივაცია, არა-დამოუკიდებლად, არამედ სხვადასხვა არაბული ძალების ჩართულობით ისრაელის განადგურება იყო, მაშინ, ამ შემთხვევაში, მაღალი ეფექტურობისთვის, მათი მხრიდან, განადგურების სტრატეგიის გამოყენება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ისრაელს, მათი მხრიდან განადგურების სტრატეგია, ცალსახად გამართლებულია რადგან მათ ამისთვის პირადი რესურსიც გააჩნიათ და სტრატეგიული მოკავშირეების თანადგომაც, შესაბამისად, ცაჰალის მხრიდან ჰამასთან გამოფიტვის სტრატეგიის მოდელის გამოყენება, შეცდომა იქნებოდა.
განადგურების სტრატეგია |
გამოფიტვის სტრატეგია |
||||
კომპონენტი |
ისრაელი |
ჰამასი |
კომპონენტი |
ისრაელი |
ჰამასი |
დარტყმის ობიექტი მოწინააღმდეგის შეირაღებული ძალები |
⬛⬛✓ |
⬛✓⬛ |
საბრძოლო ზემოქმედების ძირითადი ობიექტია მოწინააღმდეგის კომუნიკაციები, მომარაგების პუნქტები, ჩამორჩენილი ნაწილები და ა. შ. |
✓⬛ |
⬛✓ |
მთავარია ბრძოლა, სხვა ყველა საშუალება ამ უკანასკნელს ემსახურება |
⬛✓ |
✓⬛ |
ბრძოლა არის სამხედრო მოქმედებების ერთ- ერთი შესაძლო ფორმა სხვა ფორმების გვერდით. |
⬛× |
×⬛ |
საბრძოლო მოქმედებების ამოცანაა მოწინააღმდეგეზე სწრაფად მოახდინო ძირითადი ძალების კონცენტრაცია, მონახო მისი ძირითადი დაჯგუფება, ერთ ან რამდენიმე ბრძოლაში გაანადგურო ის და მისდიო თვით მისი დედაქალის დაკავებამდე; |
✓⬛ |
⬛✓ |
საბრძოლო მოქმედებების ამოცანაა მანევრირების გზით მოაშორო მოწინააღმდეგე მისი მომარაგების ბაზებს აიძულო შენზე მეტად და უაზროდ გადაადგილდეს და ამით გამოფიტო ფიზიკურად და მორალურად. |
⬛✓ |
⬛✓ |
ბრძოლა არის ლოგიკური აუცილებლობა და მხედართმთავარი მას უნდა ესწრაფოდეს. |
✓⬛ |
⬛✓⬛ |
ბრძოლა არის სამწუხარო აუცილებლობა და მხედართმთავარი მას შეძლებისდაგვარად თავს უნდა არიდებდეს. |
⬛× |
⬛× |
ომის მიზანია მოწინააღმდეგის ნების გატეხვა და მითვის შენი პოლიტიკური ნების თავსმოხვევა |
✓⬛ |
⬛✓⬛ |
ომის მიზანია კომპრომისული ზაცი, ოღონდ ისეთი, რომ ომამდელ ვითარებასთან შედარებით უფრო მოგებული დარჩე ვიდრე მოწინააღმდეგე |
⬛× |
⬛× |
კამპანიისას ერთი ბრძოლა ორგანულად გამომდინარეობს მეორისგან |
✓⬛ |
⬛✓⬛ |
კამპანიისას სხვადასხვა ბრძოლებს შორის პირდაპირი და ლოგიკური კავშირი არ არსებობს ან ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ არსებობდეს. |
⬛× |
⬛× |
დასკვნა: ჰანს დელბრუკის განადგურება-გამოფიტვის სტრატეგიული მოდელის ანალიზით დგინდება, რომ ისრაელისა და ჰამასის მეთოდები გარკვეულწილად ჰიბრიდული ბუნების მატარებელია, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძირითადად, ორივე მხარე განადგურების სტრატეგიას იყენებს, რაც ამ მომენტის მდგომარეობით, ისრაელისთვის წარმატების მოდელად იქცა, რასაც ვერ ვიტყვით ჰამასის სამხედრო ძალებზე.
არჩილ ორთანეზაშვილი