ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. ის ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.
ბრალდებული, 22 წლის კაცი დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.