ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არაბული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ისმაილ ჰანიას სახლზე საჰაერო შეტევა განახორციელა.
ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ჰანიას ოჯახის წევრები სახლში.
მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია კატარში ცხოვრობს.