„ლელო“ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის რუსეთის “დავალების შესრულება”.
„დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადებული მისწრაფების აღსრულებას ემსახურებოდა, გავხდეთ ევროპის ნაწილი და მივიღოთ კანდიდატი სტატუსი.
ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება, ამჟამად, უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონტიტუციო სასამართლოს მიერ.
მადლობა სამ მოსამართლეს პრინციპულობისთვის, ბრძოლა გრძელდება რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.