სირიული სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ალეპოს აეროპორტზე, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიის ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი ბილიკი და მუშაობა შეწყდა. აეროპორტი ექსპლუატაციაში მხოლოდ შაბათს შევიდა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალების ერთდროულმა სარაკეტო თავდასხმებმა სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოს აეროპორტები დააზიანა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.