1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6980 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6980 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6960 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8653 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8586 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.