“სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება!”- მიხეილ სააკაშვილი

სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება! წინ დიდი გამოწვევებია და დიდი მომზადება და ერთობა გვჭირდება. მანამდეც სულ მოძრაობაში უნდა ვიყოთ, ხოლო სულ გადამწყვეტ მომენტში მეც მოგიხმობთ, არცერთი პოლიციელი და ჯარისკაცი არ შეასრულებს საკუთარ ხალხზე სროლის ბრძანებას, რომც იყოს ასეთი ბრძანება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საერთოდ რაზე იმართება ეს სასამართლო? ხომ ყველამ იცის, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ფარსი, უკვე ხომ საბოლოოდ გაირკვა, რომ ფსბ-ს აგენტი, ფარცხალაძე პროკურორად ამ საქმეების აღსაძვრელად დანიშნეს. სამართალი რომ იყოს, ეს საქმე დღესვე დახურულად უნდა გამოცხადდეს!

ესენი აშინებენ ხალხს ორი მესიჯით – “ომი გინდათ?” და “არ აგარევინებთ”. რუსეთია არეულობა და ძალადობა, ევროპა კი წესრიგი და სამართლიანობა. ეს ხალხი ეტყობა არ ყოფილა სარფის საბაჟოზე, არ უნახავს რიგები.

ჩემი მეგობრის შვილი ახლახან დაადეპორტეს გერმანიიდან, არალეგალი იყო და რა თანხაც მოჰქონდა, საზღვარზე ჩამოართვეს. საქართველოში კვალიფიციური კი არა, საერთოდ არანაირი მუშახელი აღარ დარჩა.

ოჩამჩირე უკვე ჩართეს უკრაინის ფრონტშიც, ომი და არეულობაც უკვე აქაა! ყოველ შემთხვევაში მშვიდობა და წესრიგი ამას ნამდვილად არ ჰქვია.

ისრაელის ომი არის მსოფლიო ომის გაგრძელება, რომელიც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. ესაა ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება, აქაც შეიძლება საათებში შეიცვალოს სიტუაცია. ისრაელში პარტიები ვერ იტანენ ერთმანეთს და ახლა ეროვნული ერთობის მთავრობა შექმნეს, ჩვენს ოპოზიციას არავინ ავალდებულებს უყვარდეს ერთმანეთი, საქორწინოდ არავის მიჰყავხართ, მთავარია შეკრათ რიგები საერთო მოწინააღმდეგის – ივანიშვილისა და რუსეთის წინააღმდეგ.

მე ძალიან ცუდად მახსოვს 90-იან წლებში როგორ ამტვრევდა ერთმანეთს ცხვირ-პირს ერთ დროს მძლავრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. გია ჭანტურია მოკლეს და პარტიის შიგნით ერთმანეთს დაერივნენ. ივანიშვილმაც ასე აწია ბარიერი 5 პროცენტამდე და პარტიებს უპრიმიტიულესი ტექნოლოგიებით ერთმანეთს აპირისპირებს.

მას არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რა იაფფასიანი თამაშია ვითომ იმპიჩმენტი და როგორი აზარტით გადაეშვა ბევრი ამ უპრიმიტიულეს აფიორაში, დაწყნარდით, სალომე საუცხოოდ ასრულებს ივანიშვილის ყველა დაკვეთას.

სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება!

წინ დიდი გამოწვევებია და დიდი მომზადება და ერთობა გვჭირდება.

მანამდეც სულ მოძრაობაში უნდა ვიყოთ, ხოლო სულ გადამწყვეტ მომენტში მეც მოგიხმობთ, არცერთი პოლიციელი და ჯარისკაცი არ შეასრულებს საკუთარ ხალხზე სროლის ბრძანებას, რომც იყოს ასეთი ბრძანება.

ზეგ სოფო ჯაფარიძის თაოსნობით ენმ-ის ბაზაზე იხსნება ჩემი წარმომადგენლობითი ოფისი.

სოფო ძალიან ნიჭიერი ლიდერია და მუდმივად აქვს ჩემთან კავშირი. ისევე როგორც, ინფორმაციის მიღებას ვახერხებ სხვა წყაროებიდანაც.

ოჩამჩირის პორტი ჩვენ დაგვრჩება ისე, როგორც ლუჟკოვის სახლი დაგვრჩა ბათუმში. იქ გაიხსნება საქართველო-უკრაინა-ნატოს ერთობლივი ბაზა, რომელიც საიმედო ფარი იქნება ჩვენი ლაზიკის უმაგრესი პორტისთვის. ჩვენ წინ გველოდება აფხაზეთი.

მინდა მოვუწოდო ხალხს, ცოტა ხანი დაიცადეთ არ წახვიდეთ და ვინც წასული ხართ გულისყურით იყავით, აქ მალე დადგება დიდი ცვლილებების ეპოქა.

ევროპასთან შანტაჟით რომ არ აგვეწყო ურთიერთობები:

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო სამოქალაქო თავდაცვის მისია, როგორც ეს მოლდოვამ მიიღო;

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი;

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მილიონობით დოლარის დაფინანსება ლაზიკას პროექტისთვის და ათიათასობით სამუშაო ადგილი შეგვექმნა ქართველებისთვის. ცნობისთვის, ჩინეთის მიერ დაფინანსებული პროექტები ქართველებისთვის სამუშაო ადგილებს არ იძლევა, არამედ სამუშაოს მხოლოდ ჩინელებისთვის ქმნის;

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო დაფინანსება ჩვენი საპენსიო რეფორმისთვის;

ჩვენ შეგვეძლო საქართველოს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის როუმინგულ ერთიან სისტემაში ჩართვა;

ჩვენ შეგვეძლო ევროკავშირის უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური შემცირების მოთხოვნა;

ჩვენ შეგვეძლო დაგვეგეგმა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიისთვის ახალი გრანდიოზული დამაკავშირებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენს ეკონომიკას.

ეს არ არის მხოლოდ ფანტაზია, ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც აქამდე EPC-მ სამ სამიტზე (პრაღა, კიშინიოვი, გრანადა) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთთან მიაღწია.

მაგრამ ჩვენ არაფერი მიგვიღია, აბსოლუტურად არაფერი, ეს არ არის ნორმალური, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც არ იცის როგორ აკეთოს საქმე, გარდა იმისა რასაც პუტინი ეუბნება.

სულ უფრო ყალიბდება აზრი, რომ სტატუსის საკითხი ჩვენთან, ევროპის ეგიდის ქვეშ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიღებას, როგორც ნამდვილი დეოლიგარქიზაციის აქტს ნიშნავს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=859041168924815&set=a.251906216304983&type=3&ref=embed_post