ევროპელი პენსიონერების გაძარცვული ფულით „ედისონ რისერჩს“ რომ შეუკვეთ კვლევებს და ისინიც კი არ გაძლევენ შესაძლებლობას, რომ დაანახონ მსოფლიოს, რომ ოპოზიცია მოქმედ ხელისუფლებს უგებს არჩევნებს. ვერ იგებენ მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, გაყალბების რამხელა ლუფტია ჩადებული ამ გამოკითხვებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა, რას იტყვის საქართველოში 2024 წელს ჩასატარებელ არჩევნებზე ამერიკის ახალი ელჩი, რადგან თავად ამერიკას ამ მხრივ, მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს და კონგრესის ბოლო არჩევნებში ორმა გარდაცვლილმა გაიმარჯვა.
„ძალიან საინტერესოა, ახალი ელჩი რას იტყვის იმიტომ, რომ მან რაღაც მაგალითი ხომ უნდა მოგვიყვანოს იმ წარმატებული საარჩევნო სისტემის, რომელიც თავის ქვეყანაშია, სადაც ერთადერთი რაც აკლიათ, მგონი მტრედების ფოსტაა… არჩევნები, სადაც ბოლო შუალედურ არჩევნებზე კონგრესში ორმა მიცვალებულმა კონგრესმენმა გაიმარჯვა – ერთმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა. ეს ხომ დიდი მიღწევაა, როდესაც მიცვალებულსაც კი ენდობიან; როდესაც ფოსტით აგზავნიან წერილებს მიცვალებულების სახელით, რომლებიც უკვე 2-3 წელია გარდაცვლილები არიან, რაღაცაზე დაყრდნობით ხომ უნდა გითხრან, შენთან დანერგილი სისტემა ჩემსასთან შედარებით არ ვარგაო და მთელი ეს სიგიჟე რომ მოგიყვნენ – მიცვალებულებზე, ამომრჩეველზე და ა.შ.
ამიტომ ჩვენ ეს მავნე რჩევები უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ რა არის ეს – ჯერ გვეუბნებოდნენ, არასრულყოფილია თქვენი სისტემა და ახალ სისტემაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადადით, რადგან ჩვენ არ ვენდობით ხელმოწერებს, ოქმებს და ადამიანებსო. გადავდივართ ამ ახალ სისტემაზე, ვასწრებთ მოვლენებს, რადგან ელექტრონული სისტემით არჩევნების ხვედრითი წილი 90%-მდე მივა 2024 წელს. უნდა გიხაროდეს, კი ბატონო, ჩამოიყვანე ამ საქმის სპეციალისტები, ჩასვი “ოდირის”, თუ სხვა სადამკვირვებლო მისიაში. ჩამოვიდნენ, შეამოწმონ, როგორ ვაძლევთ ხმას. მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ არჩევნების წინასწარ მარგინალიზაცია საით მიდის, უკვე გასაგებია. ამას ამბობდა, ჩვენი ვიოლა ბიცოლა (ფონ კრამონი), რომელსაც უკვე აქვს უნდობლობა 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამით ყველაფერი გასაგებია.
ევროპელი პენსიონერების გაძარცვული ფულით „ედისონ რისერჩს“ რომ შეუკვეთ კვლევებს და ისინიც კი არ გაძლევენ შესაძლებლობას, რომ დაანახონ მსოფლიოს, რომ ოპოზიცია მოქმედ ხელისუფლებს უგებს არჩევნებს. ვერ იგებენ მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, გაყალბების რამხელა ლუფტია ჩადებული ამ გამოკითხვებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვასწრებთ მოვლენებს და ისინი მოგვყვებიან და არისტაფან, არისტაფანო მოგვძახიან ზურგში. ჩვენ ვატარებთ არნახულ, საამაყო არჩევნებს, რომელსაც ცნობს მთელი მსოფლიო და მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.