კიევს დაუგეგმავი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოსიმასა ჰაიაში ეწვია. ეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში და მის მიზანს რუსული აგრესიის ფონზე ოფიციალური ტოკიოს მხარდაჭერის დემონსტრირება წარმოადგენს.
ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინაში ვიზიტის დროს იოსიმასა ჰაიაში თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას განაგრძობს და რუსული აგრესიის შეწყვეტის მიზნით მტკიცე პოზიციას იკავებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ვიზიტის დროს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებასა და ჩატარების საკითხები იქნება განხილული.