6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გზაზე შეიძლება დაბრკოლებები შეგხვდეთ, მაგრამ ადვილად გადალახავთ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, საკუთარი ნიჭის ღირსეულად გამოყენებას შეძლებთ. წარმატების შანსი იქ უფრო მეტი გაქვთ, სადაც საკუთარ იდეებს განახორციელებთ და არა სხვის მითითებებს.

მშვენიერი დღეა ფიზიკური შრომისა და სპორტისთვის. ფიზიკური დატვირთვა სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

კურო

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სირთულეები მხოლოდ იმისთვის ჩნდება, რომ ვითარება სხვა კუთხიდან დაგვანახოს.

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ძველი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა კი სხვა დროისთვის უნდა გადადოთ, რადგან დღეს შეცდომის დაშვება ადვილია. ეცადეთ ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი წარმატებულია, ამიტომ ჯობს, მნიშვნელოვანი საქმეები დილით დაგეგმოთ. საქმიანი შეხვედრების დროს მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ. ფიქრისთვის ძალიან ცოტა დრო გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

დადებითი ტენდენციების გავლენა თანდათან მცირდება. ბევრი ტყუპი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დაღლილობას იგრძნობს. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, სტრესულ სიტუაციებს მაქსიმალურად გაერიდოთ.

კირჩხიბი

მშვნიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ის საშუალებას მოგცემთ, რომ გამოცდილება მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ მოკრძალებული შედეგების მისაღწევადაც კი ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოგიწევთ.

მარტოხელა კირჩხიბები სამსახურებრივ რომანს ერიდეთ, რომელიც სიამოვნებაზე მეტად პრობლემებს მოგიტანთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მონდომებულ და მიზანსწრაფულ ადამიანებს დიდ წარმატებას ჰპირდება. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ აზრს და ინტუიციას დაეყრდნოთ. შესაძლოა, მეგობრებმა და მოკავშირეებმა თქვენს ზოგიერთ წამოწყებას მხარი არ დაუჭირონ, მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ მოქმედების მკაფიო გეგმა გაქვთ და ზუსტად იცით, რას აკეთებთ. ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი მოხიბლავთ, რომლებსაც არავინ მოსწონთ.

ქალწული

რთული დღეა, მაგრამ ეს სულაც არ გაშინებთ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევთ.

ამ დღეს ახალი მოკავშირეების პოვნას შეძლებთ – გავლენიანი ადამიანები თქვენს პროფესიონალიზმს სათანადოდ დააფასებენ. შესაფერისი დღეა პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, სავარაუდოდ, მოულოდნელი შემოსავალი გელით.

სასწორი

ეს დღე სრულიად შეუფერებელია ნაჩქარევი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პასუხები, რომლებიც სწორი გეგონათ, მცდარია, ხოლო იდეები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით – წარუმატებელი.

ძველი მეგობრებისგან ემოციურ მხარდაჭერას მიიღებთ. ბევრ სასწორს საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდება. გახსოვდეთ, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გეგმა უნდა შეადგინოთ.

მორიელი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წარმატება გელით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარმატებით დაასრულოთ პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია მუშაობთ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ისინი მზად არიან თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ.
სავარაუდოდ, ფინანსური შემოსავალი გელით, რომელიც ზუსტად იცით, სად უნდა დახარჯოთ.

სიყვარულში მას გაუმართლებს, ვინც ინიციატივას დროულად აიღებს – ამისთვის სიტუაციის სწორად შეფასების უნარი დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი

დღეს წარმატება ნებისმიერ საქმეში თან გდევთ. ამიტომ შეგიძლიათ, ყველაზე სანუკვარი გეგმის განხორციელებაც კი დაიწყოთ. ამ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იყოთ აქტიური – თქვენი მომავალი იქნება ამაზე დამოკიდებული.

სახლში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, თუმცა თქვენი დიპლომატიის წყალობით კონფლიქტი ჩანასახშივე დასრულდება.

თხის რქა

დაძაბული და ძალიან საინტერესო დღეა. ახალი პრობლემები ძალიან სერიოზულია, მაგრამ თქვენი გამჭრიახობა და მონდომება ნებისმიერ დაბრკოლებას დაძლევს. მოვლენები სწრაფად განვითარდება. ფხიზლად უნდა იყოთ, რომ მომხდარზე რეაგირება მოასწროთ.

ადამიანებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას ახდენთ, თანაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

მერწყული

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი და წარმატებულია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ კითხვებზე პასუხი მიიღოთ და რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ.

დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი შეცდომები გაგახსენოთ.

თევზები

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიული საკითხები სწრაფად და წარმატებით მოაგვაროთ. ზოგ თევზს კარიერული წინსვლის საშუალება ექნება. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ, რადგან უახლოეს მომავალში ყველა პრობლემის გადაჭრა დამოუკიდებლად მოგიწევთ.

ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა, ავეჯი, ინტერიერის ნივთები – ყველაფერი, რაც თქვენს სახლს უფრო მყუდროს გახდის.