4 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე საქმეში წარმატებას და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას გპირდებათ. ახალ ცოდნას და საჭირო უნარებს ადვილად ითვისებთ, რაც მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.

შეიძლება, ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყოთ, რომელიც სწრაფ მოგებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა წვეულებებისა და ზეიმების მოწყობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.

კურო

თუ არ აჩქარდებით, ეს დღე მშვენივრად ჩაივლის. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ.

ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით. თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

ტყუპები

ამ დღის მოვლენები მიზნის მიღწევასა თუ არა, მასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, თვითგვემას ნუ მიეცემით – თქვენ უამრავი ღირსება გაქვთ, რასაც გარშემო მყოფები აუცილებლად აღნიშნავენ.

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის დაწყების, უძრავი ქონების შეძენის ან ქირაობისთვის. ახლობელი ადამიანები საოჯახო საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევასაც ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

მოულოდნელი აღმოჩენები და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს.

ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დღეა, დიდ შესყიდვებსა და ინვესტიციების განხორციელებასაც უნდა მოერიდოთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ საკუთარი აქმის განვითარებაზე იფიქროთ.

ლომი

ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ და ის დაინახოთ, რასაც სხვები ყურადღებას ვერ ამჩნევენ. მახვილი ინტუიცია და გამჭრიახობა შეცდომებისგან დაგიცავთ, ხოლო იუმორის გრძნობა ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ახალი ნაცნობობა სასარგებლოა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, იმედებს გაგიცრუებენ.

ქალწული

კარგი დღეა გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და მომავალზე ფიქრისთვის. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მაგრამ ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობა მოგიწევთ, რაც არ მოგწონთ. ნუ ინერვიულებთ, ამით თქვენ არავის ავნებთ.

საღამოს მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს.

სასწორი

რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გარშემო მყოფთა ზეწოლის მიუხედავად, იმას აკეთებთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ და ეს სწორი პოზიციაა.

ნუ შეგეშინდებათ საქმესთან მარტოდმარტო შეჭიდება – პირველივე ნაბიჯების შემდეგ, დამხმარეები გამოჩნდებიან. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხზე წარმოდგენას შეგიცვლით.

მორიელი

მორიელებს საინტერესო და ნაყოფიერი დღე ელით. ბევრი პრობლემის გადაჭრას არასტანდარტული აზროვნებისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ.

საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება წარმოუდგენელი რამ ჩაიდინოთ. ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერც სტერეოტიპები, ვერც ტრადიციები და ვერც ახლობლების შეგონებები ვერ შეგიშლით. ცხოვრების ყველა სფეროში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელია, რაც გახარებთ.

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო პროექტები ერთმანეთისგან განასხვაოთ.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანი მიღწევების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ ეცადეთ, მოკრძალებულ წარმატებებს დასჯერდეთ. იმ საქმეების მიმართ, რომლებიც ადრე გიზიდავდათ, თანდათან ინტერესს კარგავთ.

გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. სასარგებლო იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა ხნით გარემოს შეცვლა.

მერწყული

იღბალი სერიოზული პრობლემებისგან გიცავთ, მაგრამ ცოტა წინდახედულობა არ გაწყენთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. გამორიცხული არ არის, რომ შეუსრულებელი დაპირება გასცეთ ან ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ.

მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება – შესაძლოა, ოჯახში ლიდერობისთვის ბრძოლა გაჩაღდეს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ უთანხმოება კონფლიქტად არ იქცეს.

თევზები

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტოთ, საიდან დაიწყებთ და ვიღაც თქვენი არჩევანით აუცილებლად უკმაყოფილო დარჩება. გახსოვდეთ, რომ სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის, მისი უნაკლო განხორციელებაც მნიშვნელოვანია.

ემოციებმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ, ამიტომ გირჩევთ, გამოცდილი ადამიანების რჩევებს მოუსმინოთ, რომლებსაც სიტუაციის ობიექტურად შეფასება შეუძლიათ.