ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჩოხატაურში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის სხვა წევრები რეგიონული ოფისების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი ჩოხატაურის პოლიციასთან იმყოფებიან, სადაც დავით მჟავანაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მანამდე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ჩავიდა. პარტიაში აცხადებენ რომ თავდასხმაში მონაწილე პირები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკითხონ და პასუხი აგონ ჩადენილის გამო. თუმცა ამ დრომდე მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრების ცემაში მხილებული “ოცნების” ყველა მხარდამჭერი თავისუფალია, ისინი ჯერ გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ საგამოძიებო უწყება არ ჩქარობდა არც ნაცემი დეპუტატის გამოკითხვას, თუმცა დავით მჟავანაძემ გამომძიებლებს თავად მიაკითხა და უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს. შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს დილით იმ დროს მოხდა, როცა ენმ-ის წევრი დავით მჟავანაძე სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა. მჟავანაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის კადრებში კარგად ჩანს ყველა მოძალადე, შსს მათ დაკავებას არ ჩქარობს. გამოძიება კი მომხდარზე ძალადობის. 126-ე მუხლით დაიწყო. მომხდარის ორგანიზებაში ენმ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს. თავად ჩიგოგიძე კი ყველაფერს უარყოფს.