“შიშისგან გამოწველი რეაქცია იყო დღეს რაც ვიხილეთ , ჩიგოგიძის ორგანიზებული ჩასაფრება. ადამიანები გადმოვიდნენ მანქანებიდან, უწყინარ ვითარებაში ბუკლეტებით ხელში და ჩასაფრებაში მყოფი ადამიანები თავს დაესხნენ ასე უმოწყალოდ. ფულის საჭრელ მანქანად აქცია სახელმწიფო ივანიშვილმა, საიდანაც ჩიგოგიძე ჭამს ფულს… რუსულ სახელმწიფოშია ძალადობა ნებადართული და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობს ივანიშვილის მიერ და ეს მშენებლობა მას არ უნდა დასცალდეს და არც დასცალდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროპული მომავალი” განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს დილით იმ დროს მოხდა, როცა ენმ-ის წევრი დავით მჟავანაძე სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა. მჟავანაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის კადრებში კარგად ჩანს ყველა მოძალადე, შსს მათ დაკავებას არ ჩქარობს. გამოძიება კი მომხდარზე ძალადობის. 126-ე მუხლით დაიწყო.