აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილს ტროპიკული შტორმი “ჰილარი” დაატყდა თავს და ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია.
მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 11 ოლქში, მათ მათ შორის ლოს-ანჯელესში, სან დიეგოში, ორანჯსა და ვენტურაში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დაიხურა ყველა სახელმწიფო პლაჟი სან-დიეგოსა და ორანჯის ოლქებში, ასევე ჯოშუა ხის ეროვნული პარკი და მოჰავეს ეროვნული ნაკრძალი. მოსალოდნელ წყალდიდობაზე გაფრთხილება მთელ რეგიონში მოქმედებს.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) შტატში პერსონალი და მარაგი განათავსა, აშშ-ის სანაპირო დაცვას კი მზადყიოფნაში ჰყავს თვითმფრინავებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთონ.