7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, ბიზნესპარტნიორთან ერთად ფინანსური საკითხები განიხილოთ და ფულის დაზოგვის გზა იპოვოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ – ჯერჯერობით მოქმედების დრო არ დამდგარა.

კურო

ახლად გაცნობილ ადამიანთან დისკუსიამ შეიძლება საინტერესო იდეა გიკარნახოთ და ემოციურად დაგმუხტოთ, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ფრთხილად იყავით და არავის მისცეთ თქვენი პირადი საზღვრების დარღვევის უფლება.

ტყუპი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამუშაო გაქვთ, არ უნდა აჩქარდეთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს. როდესაც საქმე სერიოზულ ურთიერთობებს ეხება, ვინმეს ზედმეტად გაიდეალებას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავში მხოლოდ სიყვარული და რომანტიკა გიტრიალებთ, ამიტომ შეიძლება ჰორიზონტზე ძველი სიყვარული გამოჩნდეს. ეცადეთ, ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოთ და რაც მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

ლომი

მშობელთან ან ოჯახის სხვა წევრთან გულწრფელმა საუბარმა შეიძლება თქვენს შორის არსებული გაუგებრობა გააქროს. დროა, პირადი საცხოვრებელი ფართის ორგანიზებაზე იფიქროთ. იმედგაცრუებული ხართ? შეეგუეთ, რომ სიყვარულში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ქალწული

მთელ დღეს ფიქრში გაატარებთ. კითხვებზე პასუხებს აუცილებლად მიიღებთ, მაგრამ ცოტა უნდა დაიცადოთ. ნუ დაუთმობთ საკუთარ დროს და ენერგიას ადამიანს, რომელიც თქვენთვის ყოველთვის მიუწვდომელია. ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

სასწორი

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური ოპერაციებისკენ გაქვთ გადატანილი, რადგან ფული, რომელსაც ასე დიდი ხანი ელოდით, შეიძლება ბოლოს და ბოლოს მიიღოთ. მოიფიქრეთ როგორ მართოთ თქვენი ფული საუკეთესოდ. არახელსაყრელი დღეა დიდი პროექტების დასაწყებად.

მორიელი

როცა გულწრფელად ლაპარაკობთ, ყველა გისმენთ. ეცადეთ ემოციები არ დამალოთ და ადამიანს ის უთხრათ, რასაც მის მიმართ გრძნობთ. თუ თქვენი პირადი ცხოვრება ისე არ ვითარდება, როგორც გსურთ, ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ.

მშვილდოსანი

გრძნობთ, საკუთარ გრძნობებში „გაიჭედეთ“, რამაც შეიძლება წარსულის გადაფასება გაიძულოთ და უიმედობა გაგრძნობინოთ. ცდებით, საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ და ამაში უახლოეს დღეებში დარწმუნდებით.

თხის რქა

ძველ მეგობართან შეხვედრა და საუბარი სწორედ ისაა, რაც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. ძველმა ნაცნობმა შეიძლება საინტერესო წინადადებით მოგმართოთ. სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ ყველა ფაქტი ხელში გაქვთ და უტყუარ ინფორმაციას ფლობთ.

მერწყული

როდესაც საქმე თქვენს კარიერას და მიღწევებს ეხება, ეცადეთ, ზედმეტად ბევრი არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ეცადეთ მთელი ენერგია იმისკენ მიმართოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. სხვებისგან მოწონებას და დადასტურებას ნუ ელით – გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე გაქვთ გადატანილი, სავარაუდოდ ოცნებაზე, განხორციელებასაც ცდილობთ. შესაძლოა თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.