ვერძი
ამ დღეს ისეთი აზარტული ხართ, როგორც არასდროს. აუცილებელი არ არის, რომ სტადიონზე ფსონი, მეგობრებთან კი ნაძლევი დადოთ. თქვენი აზარტულობა საქმის სხვებზე უკეთ კეთების სურვილში და კონკურენტებისთვის გასწრებაში გამოიხატება. შეჯიბრება და მეტოქეობა შეიძლება ნამდვილი ან გამოგონილი იყოს, მაგრამ ის უკეთესად ქცევისკენ გიბიძგებთ, რაც თქვენი გამარჯვების შანსებს ზრდის.
კურო
შესაძლოა, რთულ ამოცანას ან ნამდვილ საიდუმლოს შეეჯახოთ. რა გაეწყობა, ასეთი იდუმალებით სავსე დღეა, როდესაც ლოგიკაზე მეტად ინტუიციაა საჭირო. ასე რომ არგუმენტების სიმცირის გამო, საიდუმლოს დედუქციის დახმარებით ამოხსნა გაგიჭირდებათ, სამაგიეროდ, კითხვებზე პასუხს უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიცია გაპოვნინებთ.
ტყუპი
ცდილობთ ძალები ახალ საქმიანობაში მოსინჯოთ, სულ ერთია, ეს ექსტრემალური სპორტი იქნება, ახალი ცოდნის მიღება თუ სიყვარული. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ ყველა საქმე გვერდით გადადოთ და საღამო მასთან ერთად გაატაროთ. ხვალ შეიძლება თავი შემოქმედებით საქმიანობაში გამოიჩინოთ – თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სრული დატვირთვით მუშაობს, რაც ახალ, ორიგინალურ იდეებს გაჩუქებთ.
კირჩხიბი
თვითორგანიზების მხრივ სავარაუდოდ, დიდი პრობლემები გელით. ყურადღების მოკრეფა ჩვეულებრივზე მეტად გიჭირთ და ყოველდღიური საქმიანობის ჩვეული ტემპით განხორციელებას ვერ ახერხებთ. ყველაფერი ყურადღებას გიფანტავთ – ადამიანები, მოვლენები, საკუთარი აკვიატებული აზრები. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ „წუთშესვენება“ აიღოთ. გაერთეთ და დაისვენეთ – საქმე ცოტა ხანს მოიცდის.
ლომი
ამ დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, სიყვარულში გაგიმართლოთ, მოულოდნელი შემოსავალი ან სასიხარულო სიახლე მიიღოთ. თუ ისეთი გეგმის განხორციელებას აპირებთ, რომელიც იღბალსაც მოითხოვთ, ამ დღეზე უკეთესს ვერ ნახავთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი მოთმინების ფიალა იმდენად მცირეა, რომ ნებისმიერს შეუძლია აავსოს. ნებისმიერ მოვლენას, სხვა დღეს ყურადღებას რომ არ მიაქცევდით, წყობიდან გამოჰყავხართ. ეს განსაკუთრებით მეგობრულ ხუმრობას ან უწყინარ შენიშვნა ეხება. თუ არ გსურთ, რომ თქვენი რისხვა ვინმე უდანაშაულო ადამიანს თავს დაატყდეს, საცურაო აუზზე წადით. წყალი უარყოფით აზრებს ჩამორეცხავს და სიმშვიდით აგავსებთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენგან ლოგიკური მოქმედების მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს. ყველაფერს, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, ისეთი „რკინის არგუმენტები“ ახლავს, როგორიცაა „მინდა“ ან „არ მინდა“. წამიერი ემოციების გავლენით შეცდომები რომ არ დაუშვათ, ხვალ მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს უნდა მოუსმინოთ. გახსოვდეთ რომ გარედან ყველაფერი უკეთ ჩანს.
მორიელი
შესაძლოა, ზოგ მოვლენას იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს – მდიდარი წარმოსახვა გარშემო მიმდინარე მოვლენებს კონტრასტული ფერებით ხატავს. წყენის ან სიხარულისთვის უმცირესი მიზეზიც გყოფნით, ამიტომ ამ დღეს თქვენთან ურთიერთობა ადვილი არაა. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ, ეს დღე ნათელი, საინტერესო და მოვლენებით სავსე იქნება!
მშვილდოსანი
ამ დღეს თუ მოინდომებთ, უფროსების, კოლეგების ან საყვარელი ადამიანის სასიამოვნოდ გაოცებას და საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ! ამისთვის საკმარისია მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები თუნდაც ყველაზე არაპროგნოზირებად გარემოში გამოავლინოთ.
თხის რქა
შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, რაღაც ინტრიგებში ჩაგითრიოთ. ამასთან, გარშემომყოფებმა საკუთარი მიზნების მისაღწევად შეიძლება თქვენით მანიპულირება სცადონ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ სხვისი საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და რაც უფრო შორს, მით უკეთესი.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება მოვლენათა ორომტრიალსა და ემოციებში ჩაიძიროთ! ამაღლებულ განწყობაზე ხართ და შეიძლება იმპულსური მოქმედებები განახორციელოთ. ერთი ნახვით შეყვარება, ახალი ნაცნობობა, გართობა და მოულოდნელი გადაწყვეტილებები – ეს თქვენი ხვალინდელი მოქმედების განრიგია. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე პრობლემები შეიქმნათ..
თევზები
ამ დღეს შესაძლოა, ადამიანებისგან მომდინარე შურს ან სიხარბეს შეეჯახოთ ან ვიღაცის მიმართ შური თავად იგრძნოთ. იმისთვის, რომ ამ დღემ მშვიდად ჩაიაროს, მოერიდეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომელთა შემოსავალი ან სოციალური მდგომარეობა თქვენზე მაღალია. ამასთან, საკუთარ წარმატებებზე საუბარსაც უნდა მოერიდოთ, რომ უნებურად სხვების შური არ გამოიწვიოთ.