“თანხების შეგროვების არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო” ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ წამოწყებულ კამპანიას.
მისი განცხდებით, მოქალაქეებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა სურთ, თუმცა, ამ დროისთვის სამაშველო პროცესი ადამიანური რესურსით სრულად არის უზრუნველყოფილი.
მობილიზებულია ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი მოქალაქეებიც მოწადინებულები არიან, რომ აქ იყვნენ. მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ამ დროისთვის რაიმე მოხალისეობრივი ჩართვის აუცილებლობა არ არის, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სრულად არის ადამიანური ძალით უზრუნველყოფილი პროცესი.
ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ – ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო. ყველა, ვისი ახლობელიც დაკარგულია და ელოდება პასუხებს ან ისინი, ვინც გამოყვანილია ტერიტორიიდან, არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ვთხოვ ყველას, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის თანადგომა და ჩვენი მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.