საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდება სხვადასხვა თემებზე და რუსეთისა და ასევე, გარკვეული შიდა მოვლენების კონტექსტში.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მის დამკვეთებს წარმოადგენენ.
„ქვეყანის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან მისგან“, – განაცხადა ზახაროვამ.
ის ასევე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმში 27 და 31 ივლისს, ერთ კვირაში ორჯერ ჩავიდა.
საქართველოში ლაინერის ჩამოსვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. პოლიციამ „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის“ აქციის 23 მონაწილე დააკავა.