“პარასკევს გამომიგზავნეთ შეკითხვები, ჩემი თხოვნაა, ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით”- მიხეილ სააკაშვილი

გთავაზობთ პარასკევს დილის 12:00 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ორშაბათამდე ყველა კითხვას უპასუხებს.

„მინდა, მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12:00 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ.

მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე.

ჩემი თხოვნაა, ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.