„ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს“, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები და არა ისაუბროს დანაწევრებაზე.
„ახლა რა დროს საუბარია, რომ არ დავდგები ამასთან, იმასთან, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. უკვე ეჭვი მაქვს ხელისუფლებას ხომ არ უნდა 12 პუნქტის შესრულება? მგონი ხაზარაძესაც უნდა. როდესაც ხედავ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შენ რას ელოდები? რატომ არ გინდა, აიძულო და აიძულო ნიშნავს ქუჩის მომძლავრებას, დანაწევრებაზე საუბარს კი არა. ისეთი განცხადებები კეთდება, შეიძლება, არ მოგვანიჭონ სტატუსი, თუ ვხედავთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.