„უკრაინაში კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს, ყველა მიმართულების მეთაურები დადებითად არიან განწყობილნი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი კონტრშეტევის შედეგებს მალე იგრძნობს.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ყოველთვის გრძნობს, რომ ბევრი დრო არ რჩება. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი მოქმედებები. რა ეტაპზეა ისინი, დეტალურად არ ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ყველა მიზანს მივაღწევთ.
ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი. ყოველდღიურ კონტაქტში ვარ სხვადასხვა მიმართულების სარდლობასთან და ამჟამად ყველა პოზიტიურ განწყობაზეა – ეს გადაეცით პუტინს“, – განაცხადა ზელენსკიმ.