ეგვიპტის კურორტ ხურგადაში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა. მედიის ცნობით, ზვიგენისგან თავის დაღწევა დაღუპულის შეყვარებულმა მოახერხა.
მედიის ცნობით, რუსი ტურისტი 23 წლის იყო და ეგვიპტეში დიდი ხნით დარჩენას გეგმავდა. როგორც რუსული საინფორმაციო გამოცემა წერს, მისი სახელი ვლადიმირ პოპოვია, იგი რამდენიმე თვის წინ მამასთან ერთად ხურგადაში საცხოვრებლად გადავიდა.