ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში, საქართველოს მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს.

როგორც  ადგილობრივი მედია წერს,  გარდაცვლილი მეზღვაური ილია კახაბერიძე იყო და ის  საწოლზე მიბმული იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ბრაზილიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.